Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული წრე “თბილისი იანგ მაინდსი”

შაბათს, 1 ოქტომბერს დილის 10 საათზე თსუ მეორე კორპუსის 227 აუდიტორიაში დაგეგმილია ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის ახალგაზრდული წრის “თბილისი იანგ მაინდსის”  შეკრება. ამ შეკრებაზე გაგაცნობთ ჩვენი ორგანიზაციის ძირითად მიზანს და ასევე შევარჩევთ გუნდისთვის ახალ წევრებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისგან .

"თბილისი იანგ მაინდსი" დაარსდა 2019 წელს, პროფ. ალექსანდრე შენგელაიას ინიციატივით. ჯგუფის კოორდინატორია ასოც. პროფ. ოლეგ ხარშილაძე. ჩვენი გუნდის მთავარი მისიაა ფიზიკისა და ზოგადად მეცნიერების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ჩვენი ორგანიზებით უკვე ჩატარდა რამდენიმე ვორქშოფი ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით. 2022 წელს სტუდენტებსა და მოსწავლეებს შევთავაზეთ როგორც გრძელი, ისე მოკლევადიანი კურსები და ვორქშოპები. ბოლო ვორქშოპი “პოპულარული პარადოქსები ფიზიკაში და შესავალი სამეცნიერო პროგრამირებაში”  დაფინანსებული იყო ევროპის ფიზიკოსთა ასოციაციის მიერ, გრანტის ნომერი EPSYM2022A25. ამ კონფერენციათა სერიაზე გუნდის წევრების მოხსენებების გარდა წარდგენილი იყო მეოთხე კურსის სტუდენტების მიერ მომზადებული თემებიც. მოხსენებები შეეხებოდა როგორც ფუნდამენტურ და კვანტურ ფიზიკას (გოგა სუქნიძე), ასევე ბიოფიზიკას (ლაშა დალაქიშვილი), მოდელირებასა და რთული სიგნალების ანალიზს (დავით კობაიძე, ლუკა ბურდილაძე) და მანქანურ სწავლებასა და კომპიუტერულ ხედვას (გიორგი თაყაძე). აღსანიშნავია, რომ ყველა გამომსვლელი დაჯილდოვდა თსუს სიგელით.

ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს ამ წლის შემოდგომიდანაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის განიხილავს სტუდენტების ახალ  ინოვაციურ იდეებსა და მოტივირებული პროექტებს. ასეთ წინადადებს განვიხილავთ შეკრებაზე 1 ოქტომბერს. დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისთვის.